ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14კმ-იანი მონაკვეთის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი, რომლის ღირებულება 19 671 177 ლარია, საავტომობილო გზების დაფინანსებით ხორციელდება.
მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
წესი-ურავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ერთ დროს ასფალტ-ბეტონის საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული და დაორმოებული. პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება შვიდი ხიდი, მოეწყობა წყალგამტარი მილები და საყრდენი კედლები. ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ავტობუსის გაჩერებების მოწყობა.