საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ 10-ით გაიზარდა და 634 გახდა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 2 508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300 - პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.