19 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
1000-კვ.მ მიწის ფართობის უკანონოდ მითვისების ფაქტი თბილისში - დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, სამართალდამცველებმა ათასი კვადრატული მეტრი მიწის უკანონოდ მითვისების გამო, ერთი პირი დააკავეს.

 

ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზეა აღძრული და ზარალი თითქმის 160 ათას ლარს აღწევს.

დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მოტყუებით დაეუფლა თბილისში, ხეხილ-სანეგრე მეურნეობაში მდებარე 157 719 ლარის ღირებულების, მიწის ნაკვეთს, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაყადაღდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,"- აცხადებს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ქეთევან თეთრაული.

დღის ამბები