20 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოში მეცამეტე ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

ინფორმაცია "რუსთავი 2“-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ლევან გოფოძემ დაუდასტურა. მისი თქმით, გარდაცვლილი 75 წელზე მეტი ასაკის მამაკაცია, ის კრიტიკულად მძიმე პაციენტი იყო და კოვიდინფექციის გარდა, სხვა მძიმე თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა. 

მამაკაცი ბოლნისის რაიონიდან იყო. 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 796 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 13 პაციენტი. 

 

დღის ამბები