25 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
ბაგებში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საქმეზე პოლიცია კიდევ ერთ პირს ეძებს

ბაგებში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "კურიერისთვის" კიდევ ერთი ინფორმაცია ხდება ცნობილი. პოლიცია ბაგებში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საქმეში მონაწილე კიდევ ერთ პირს ეძებს. საუბარია მამაკაცზე, რომელიც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ფიგურირებს. ხმაურიანი დაპირისპირება ბარ "არტ ჰაუს თბილისის" დავას უკავშირდება. ობიექტზე, რომელიც რიყეზე მდებარეობს, პრეტენზია აქვს მერაბ ხიდაშელსა და გიორგი წიკლაურს. მათ შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესმენებმა წილები ვერ გაინაწილეს.

გარჩევა ორი პირის დაჭრით დასრულდა. მათგან ერთს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, მეორე კი ცივი იარაღით არის დაჭრილი. საქმეზე უკვე დაკავებულია ორი პირი.

"ყურმოკრულად ვიცი მეც, რომ მესამე პირიც ფიგურირებს, ვინაიდან მე სისხლის სამართლის საქმესთან წვდომა არ მაქვს, აქედან გამომდინარე, ინფორმაციას არ ვფლობ, მერაბ ხიდაშელს ედავებიან ჯგუფურად ძალადობას, თუმცა ვის მიმართ, რა ფორმით, ამის შესახებ ჯერჯერობთ ჩვენთვის უცნობია. თვითონ კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის ძალადობაში მონაწილეობას," - აცხადებს მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი.

დღის ამბები