ოზურგეთში, "ლიბერთი ბანკის" ერთ - ერთი ფილიალის თანამშრომელი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. "კურიერის" ინფორმაციით, ის ოქროს ნივთების მეშვეობით ფინანსურ მანიპულაციას ეწეოდა, კერძოდ კი მას ბანკის ლომბარდში ყალბი ოქროს ნივთები შეჰქონდა და სანაცვლოდ თანხას ითვისებდა.
კურიერის ინფორმაციით, თაღლითობაში ეჭვმიტანილი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის. შსს-მ მომხდარზე გამოძიებაა უკვე დაიწყო, საქმე სისხლის სამართლის 180-ე მუხლით არის აღძრული, რაც თაღლითობას გულისხმობს.