გორში 38 წლის პირი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.