13 სექტემბერი 2026,   12:41
ვრცლად
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. სოფელ ძველ ქვეშში 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა იგება. სამუშაოებისთვის თითქმის 400 ათასი ლარია გამოყოფილი და მისი განხორციელება "რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა" და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

"გზის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, იგება ბეტონის საფარით. ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს, განსაკუთრებით სოფლებში. არა მარტო სოფლად მისასვლელი გზა, უკვე შიდა გზების მოწესრიგება დავიწყეთ. ყველა არსებული პროექტი, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება აბსოლუტურად ყველა ჯანდაცვის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს," - აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

დღის ამბები