დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მამაკაცი გარდაიცვალა.
მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
როგორც "რუსთავი2"-ს შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება.