18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
მარტში, აპრილსა და მაისში თბილისში ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

მარტში, აპრილსა და მაისში თბილისში ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - ინფორმაციას ადასტურებს კვლევა, რომლის შესახებაც დღეს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა და "საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ისაუბრეს.

მათი თქმით, პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა გარემოზე ნეგატიური ზეწოლა შეამცირა, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, საცობების პრობლემა ისევ აქტუალურია, და არაა გამორიცხული მალე დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ნიშნული ძველ მონაცემს დაუბრუნდეს.

"ისევ არის გადატვირთული ქუჩები, ასე, რომ ისევ იმ მდგომარეობამდე მისვლა, რაც გვქონდა საკმაოდ სწრაფად მოხდება იმიტომ, რომ საწვავის ხარისხი არ შეცვლილა ცხადია, არ შეცვლილა გზების საფარის მდგომარეობა, გამწვანება ჩვენ არ დაგვმატებია ისეთი რაოდენობით, როგორიც გვჭირდება და შესაბამისად ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ისევ და ისევ გამოიწვევს იმას, რასაც ჰქვია დაბინძურება ჰაერის,"– აცხადებს "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თქმით, დაკვირვებისა და არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ჯერჯერობით ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერი არ გვიფიქსირდება.

"რეგიონში ერთ-ერთი პირველი არის საქართველო, რომელმაც მონაცემები ევროპის პორტალზე გაუშვა და მინდა გითხრათ, რომ ახლა მიმდინარე მონაცემებსაც რომ ვაკვირდებით, ჯერჯერობით საბედნიეროდ, ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერი არ გვიფიქსირდება, თუმცა ივნისის დასრულების ჩვენ კვლავ განვაახლებთ ამ მონაცემებს," - აცხადებს მარინა არაბიძე.

დღის ამბები