26 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
სამხრეთ ამერიკაში კორონავირუსის ინფექცია სწრაფად ვრცელდება - ბრაზილიაში ბოლო 24 საათში 30 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსის ინფექცია სწრაფად ვრცელდება და ამ მაჩვენებლით ყველაზე საშიში მდგომარეობაა შექმნილი. ყველაზე რთული ვითარება კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მიხედვით ბრაზილიაშია, სადაც ბოლო 24 საათში 30 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რიცხვი უკვე 40 ათასს აჭარბებს.

მექსიკაში კი დაავადებულთა რიცხვი 134 ათას მიუახლოვდა.

პანდემიის ეპიცენტრი კვლავ შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსს, საერთო ჯამში, 116-ი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ვირუსით 904 ადამიიანი დაიღუპა. ქვეყნას 2 მილიონზე მეტი ინფიცირებული ჰყავს.

დღის ამბები