ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
დამწვარია ბაზრის ტერიტორიის 1000 კვადრატული ფართობი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს 25 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, მობილიზებულია სპეციალური ავტოცისტერნა.
ბენზინგასამართ სადგურზე, ან საცხოვრებელ კორპუსებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება აღარ არის.
ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ძლიერი ცეცხლი გაჩნდა, არავინ იმყოფებოდა, თუმცა დაშავდა ერთი მეხანძრე და ერთი მოქალაქე. მათ სამედიცინო დახმარებ აღმოუჩნეს.