"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განცხადებით, არასასურველი პიროვნების ქვეყნის საზღვრებს გარეთ ლიკვიდაცია რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა.
"ის, რაც გუშინ გახდა ცნობილი, ეს რომ მოხდარიყო, პირველ რიგში იქნებოდა დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანდა ხელისუფლებას. განსაკუთრებით ჩემთვის საინტერესოა უკრაინის როლი ამ ამბავში. ხელწერა რუსეთის სპეცსამსახურებისა და განსაკუთრებით კადიროვის სპეცსამსახურებისა ასეთი ტიპის არის, რომ თავისი საზღვრების გარეთ ხშირად ახდენენ ხოლმე ლიკვიდაციას არასასურველი პიროვნების,"- აცხადებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.