საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7 -ით გაიზარდა და მათი საერთო მონაცემი ამ დროისთვის 731-ს შეადგენს.
ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 9 ინფიცირებულით გაიზარდა და მონაცემი ამ დროისთვის 888-ს შეადგენს.
რაც შეეხება კარანტინის რეჟიმში მყოფ ადამიანებს, მათი რაოდებობა 2 710-ია. ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267 მოქალაქე რჩება.
ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.