ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით თავად გიორგი გაბუნია დაიკითხა. პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით სუს-ში გამოძიება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს და გამოძიების ფარგლებში დაიკითხა არაერთი მოწმე და ეს პროცესი ისევ გრძელდება:
"გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე. გაჟღერებული იქნა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით, გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ დღევანდელ სასამართლოზე დასაკითხი პირები: ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცხადებაზე, ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ორივე პირი სასამართლოს წინაშე დაიკითხება.
არაერთი მტკიცებულება იქნა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, მათ შორის, ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები. დაიკითხა არაერთი მოწმე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა მოწმეების გამოკითხვაც," - აცხადებს პროკურორი მაია სილაგაძე.