04 სექტემბერი 2026,   11:21
ვრცლად
მეგაშოუ "დიდი სცენის" მეორე ეპიზოდს "რუსთავი 2-ის" მაყურებელი დღეს იხილავს

მეგაშოუ  "დიდი სცენის" მეორე ეპიზოდს "რუსთავი 2-ის" მაყურებელი დღეს იხილავს. 

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში არიან მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე და გიორგი ცაგარელი, მეორე ტურში საუკეთესო კონკურსანტები გადაიყვანა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სიმღერებს ასრულებენ.

კონკურსი 11 ეპიზოდისგან შედგება. მაყურებელს წინ შესარჩევი ტური, კასტინგის კიდევ 2 სერია და 8 ცოცხალი კონცერტი ელოდება. პირველი სეზონისგან განსხვავებით, წელს ლაივკონცერტები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში არ ჩატარდება, თუმცა პროექტის შემქმნელები მაინც გრანდიოზულ სანახაობას გვპირდებიან.

მეგაშოუ ყოველ კვირას, ჩვენს ეთერში ცხრა საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე, გავა.

დღის ამბები