ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობამ სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივების აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ. მათ სოფლის მაცხოვრებლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და არჩევნების გზით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პირვლივე საკითხად წყლის პრობლემის მოგვარების პირობა დადეს.
ცეცხლაურის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ წყალი დღის განმავლობაში გრაფიკით მიეწოდებათ, არის შემთხვევები, როდესაც დღეების განმავლობაში სოფელი წყლის გარეშე რჩება.
ადგილობრივებმა სასმელი წყლის მიწოდების დარეგულირების მოთხოვნით ამ დრომდე არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.