06 მაისი 2024,   15:22
ვრცლად
პოლიციასთან შეტაკებისას ერაყში 2 მომიტინგე დაიღუპა

ერაყში მომიტინგეების პოლიციასთან შეტაკების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება ღამით ერაყის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ენერგოკრიზისს აპროტესტებდნენ, რის გამოც მოსახლოებას დენი გრაფიკით მიეწოდება.

პოლიციამ მომიტინგების წინააღმდეგ ცრემლდენი აირი გამოიყენა. დემონსტრანტებმა კი პოლიციას ქვები ესროლეს.

დღის ამბები