28 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი 17 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 17 მილიონს უახლოვდება. პანდემიის ეპიცენტრად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. რთული ეპიდსიტუაციაა სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.

COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო შეზღუდვები ერთი თვით გახანგრძლივდა კოლუმბიაში, სადაც ბოლო 24 საათში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - ინფიცირების 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო დღეების განმავლობაში შიდა გადაცემის ფაქტები მატულობს ჩინეთში. ქვეყანაში აპრილის შემდეგ პირველად 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 98 შიდა გადაცემის შედეგად.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს - ლეტალობის რიცხვი მატულობს რუსეთსა და თურქეთში. გასულ დღე-ღამეში სომხეთში კოვიდინფექციით 8, აზერბაიჯანში კი 7 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები