საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 1,160-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
6-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ და ამ ეტაპზე განკურნებულთა რიცხვი 935-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6,489 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 337.