05 მაისი 2024,   05:49
ვრცლად
ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე გამოიკითხა

ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ერთ-ერთი თვითმხილველი, ზუკა აბაშიძე გამოიკითხა.

მან პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვა. სწორედ აბაშიძემ მიიყვანა დაჭრილი თოფაძე საავადმყოფოში.

შემთხვევა თოფაძეების სახლში, 2 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. დაჭრას სამი პირი შეესწრო - ყველა მათგანი ლევან თოფაძის მეგობარი. უკვე გამოიკითხა დაზარალებულის ბაბუაც, ბიზნესმენი გოგი თოფაძე. მისი ინფორმაციით, პირი, რომელმაც მისი შვილიშვილი დაჭრა, განსაკუთრებული აგრესიის გამოირჩეოდა ლევანთან სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის მიმართ.

22 წლის ლევან თოფაძის დაჭრის გამო ბუსა ჟვანიას, სავარაუდოდ, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები