ზუგდიდში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 55 წლამდე ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ექიმი-კარდიოლოგია.
"კურიერის" ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ ორი პაციენტის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს.
ცნობისთვის, ზუგდიდში კორონავირუსი აფხაზეთიდან შემოყვანილ პირს დაუდასტურდა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი 55 წლამდე ასაკის ქალია, რომელიც გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან. ის უკვე გადაიყვანეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.