19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
ეს არის მიზანმიმართული, პირდაპირი გადაწყვეტილება რომ თვითმკვლელობის იქით არანაირი გამოძიება არ განხორციელდება - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თვითმკვლელობის სავარაუდო ვერსია, რომელსაც გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე აქტიურად განიხილავს - შინაგან საქმეთა სამინისტროს შუალედურ ანგარიშზე მთავარ პროკურატურასთან გარდაცვლილის მშობლებმა განცხადება გააკეთეს.

როგორც ოჯახის ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპიდან მასალები წაშლილია.

მიხეილ რამიშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ გამოძიება რეალურ დანაშაულს არ იძიებს.

"ლეპტოპზე ექსპერტიზა რომ ჩატარდა ამოღებული იქნა ე.წ. ვებსაიტზე შესვლა როგორ ხორციელდებოდა, რა ვებსაიტი იყო დათვალიერებული თამუნას მიერ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მიზანმიმართული ანუ, განაჩენი გაკეთებული და პირდაპირ გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირი ქმედება და არანაირი გამოძიება არ განხორციელდება. როდესაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, 23 თებერვალს, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი გამობრძანდა და გააკეთა განცხადება. არსებობს ფსიქოლოგი, რომელიც 22-შივე დაიკითხა, არსებობს აბები და არსებობს წერილი, რომელიც დაილუქა და საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია, რომ თითქოს და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო თვითმკვლელობასთან. ამის შემდეგ იყო საუბარი, რომ სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობდნენ. როდესაც FBI-ის ჩართვა მოვინდომეთ, გუშინ ჩვენი საუბრის შემდეგ, ვითომდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ანალოგიური მზაობა გამოეხატა და რომ მოვითხოვეთ, თუ რა წერილი ამერიკის საელჩოს თუ რა არეალი იქნებოდა მუშაობის, წერილი არ უნახებიათ. და გუშინვე საღამოსვე დაიწყეს ორგანიზებულად იმ ინფორმაციის გავრცელება და ბავშვი თითქოსდა შედიოდა იმ ვებსაიტზე, სადაც იყო ნათქვამი - მე რომ მოვკვდები, რა დაემართება ჩემს facebook-ს. და 17 ივლისს უკვე თითქოს, პსპ, ფარმადეპოში წამლებს ნახულობდა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ლეპტოპი არის აბსოლუტურად გაუბედურებული, წაშლილია ყველაფერი და ეს არის გზა იქითკენ, რომ ამათ გადაწყვეტილი აქვთ არანაირი საქმე არ გამოიძიონ და პირდაპირ ამყარებს იმ ინფორმაციას, რომ ხელს აფარებენ ამ ბავშვის მიერ იმ ინფორმაციის ფლობას და იმ მკვლელობას, რაც მის მიმართ იყო გამოყენებული. პირდაპირ აქვთ გადაწყვეტილება არანაირი გამოძიება არ ჩატარდეს, არანაირი ჯგუფი არ გამოვლინდეს, ვინც მკვლელობა ჩაიდინა. პირდაპირ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული თვითმკვლელობის იქით, ესენი არაფერს არ გამოიძიებენ. პირდაპირ მივმართავ მთავარ პროკურორს, თუ მორალური, ზნეობრივი, ადამიანური და არა მონური თვისების ერთი მარცვალი აქვთ დარჩენილი, მიიღონ გადაწყვეტილება," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

ცნობისთვის, შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საკუთარ კომპიუტერში გაუჩინარებამდე სუიციდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა. 

დღის ამბები