გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან. ისინი რამდენიმე წუთში გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის მშობლებმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუალედურ ანგარიშზე განცხადება გააკეთეს. ოჯახი თვითმკვლელობის სავარაუდო ვერსიას არ ენდობა.
დღეს, ბაჩალიაშვილის ოჯახს პროკურატურასთან მხარდაჭერა ანა დოლიძემ გამოუცხადა.
ცნობისთვის, შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საკუთარ კომპიუტერში გაუჩინარებამდე სუიციდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა.