17 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
სექტემბერში სწავლის დაწყებას შეიძლება რისკი შეექმნას - ჯანდაცვის მინისტრი

ქვეყანაში სასწავლო პროცესი გეგმის მიხედვით დაიწყება - საკითხზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სწავლის დაწყების თარიღი გადაიხედოს.  

"მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში, ეს არის ძალიან მტკივნეული და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს ყოველივე არის დამოკიდებული ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი როგორიც არის დღეს და დღეს გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, მიგვიყვანს ჩვენ უკვე იმ გადაწყვეტილებაზე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. სწორედ აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეების, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში მიიღონ განათლება,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

 

 

 

 

დღის ამბები