23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტ ელისო კილაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ძალოვან უწყებაში შესვლამდე კილაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საქმე ეხება სატელეფონო ზარს, რომელიც მასთან თამარ ბაჩალიაშვილის პოვნის დღეს განხორციელდა.
"სავარაუდოდ, რაც ჯერჯერობით ვიცი, საქმე ეხება იმ სატელეფონო ზარს, რომელიც იყო ჩემთან თამარ ბაჩალიაშვილის პოვნის დღეს, საღამოს და რომელმაც მომაწოდა კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაჩალიაშვილი თავის სამსახურში მუშაობდა პორნო საიტების მომსახურებაზე. ეს პირი გახლავთ ლეგალური პირი. მე მასთან მქონდა რამდენიმე კომუნიკაცია შემდეგ, თუმცა ის უარს აცხადებს, იმ პირის დასახელებაზე, ვინც პირველმა მოუყვა ამ ფაქტის შესახებ. ის ამბობს, რომ არის უბრალოდ ინფორმაციის გამტარი და სთხოვეს, რომ ინფორმაცია გადმოეცა ჩემთვის," - განაცხადა ელისო კილაძემ.