19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ხელისუფლება ამ დროისთვის სვანეთში არსებული საკარანტინო ზომების გამკაცრებას არ გეგმავს - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება ამ დროითვის სვანეთში არსებული საკარანტინო ზომების გამკაცრებას არ გეგმავს.

"სვანეთში გუშინ აღებული 500 ნიმუშიდან, მხოლოდ 12 დადებითი პასუხი მივიღეთ. დღეს საღამოს ველოდებით 1000 ტესტის პასუხს, რის შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ, ვირუსის გავრცელების რა კოეფიციენტი გვქონდა ჩვენ სვანეთში და რამდენად რთული ვითარებაა ამ რეგიონში. 

თუ დღეს სვანეთში ღია სივრცეებში კაფეები და რესტორნები დატოვებული გვაქვს იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის უზრუნველვყოთ საჭირო კვების მიწოდება, ასევე აფთიაქები და ბანკები, რომელიც ჯერჯერობით ფუნქციონირებს და იქ არ არის ჯერჯერობით კომენდანტი საათი, ამ მონაცემებით ჩვენ ზომების გამკაცრებას არ ვგეგმავთ, თუ კოეფიციენტი ერთზე მეტი იქნება, მივიღებთ დამატებით ღონისძიებებს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე, ყაზბეგში კორონავირუსის გავრცელებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ყაზბეგის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. 

დღის ამბები