24 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
ყაზბეგში გუშინ გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან ორი ბავშვია

ყაზბეგში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ამ ეტაპზე, ვირუსი 20 პირს დაუდასტურდა.

მცხეთის ცხელების ცენტრის დირექტორის ლიკა მუმლაძის განცხადებით, პაციენტები ამჟამად კვლევის პერიოდში იმყოფებიან და მათი ჯანმრთლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"5 პაციენტი დაგვემატა საღამოს საათებში, 4 პაციენტი გადმოყვანილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან, მათგან 2 ზრდასრული ქალბატონი და 2 ბავშვი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს კვლევები.

რაც შეეხება მეხუთე პაციენტს, ის გადმოყვანილია დუშეთის რაიონიდან. ახალგაზრდა მამაკაცია. მისი კონტაქტების და წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს,"- განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

მცხეთის ცხელების ცენტრში სულ 41 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.

დღის ამბები