19 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა - გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა და მონაცემი ამ დროისთვის 1,321-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - NCDC ავრცელებს. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე 1,088 გახდა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 7597 ადამიანი. 

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღის ამბები