ქვეყნის პირველ ინფექციონისტს, მალე სხვა ამპლუაში ვიხილავთ. თენგიზ ცერცვაძე ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში საკუთარ თავს განასახიერებს. ქართულ კინემატოგრაფიაში ის პირველ ნაბიჯს ეპიზოდური როლით გადადგამს.
ფილმის რეჟისორმა და სცენარისტმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაღებები უკვე დაიწყო. მან სიუჟეტში თანაბრად მოუყარა თავი ფანტასტიკას, რომანტიკასა და ისტორიას. ინსპირაცია კორონავირუსი და მსოფლიო პანდემიაა.
ცნობილი იმუნოლოგისა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის გარდა, რეჟისორი ფილმში კიდევ ბევრი სიურპრიზის ხილვას გვპირდება.