მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ მტკვარში ცხედარი იპოვეს, გარდაცლილი სავარაუდოდ, "ბაუჰაუსის" ერთ-ერთი თანამშრომელია.
მყვინთავებმა ცხედარს მტკვარში, იმ ტერიტორიაზე მიაკვლიეს, სადაც ბარი მდებარეობს.
როგორც "კურიერის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცხედარი მაშველებს წყლიდან ამ წუთებში ამოჰყავთ და გარდაცვლილის იდენტიფიცირება, ჯერჯერობით, არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ "ბაუჰაუსის" 2 თანამშრომელი 2 დღის წინ გაუჩინარდა.