17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ერთმანეთის მიმართ კინკლაობა სიბრიყვეა - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უთანხმოება საერთო საქმეს ხელს უშლის.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს აღნიშნულ პროცესში ვინაა მართალი.

"ერთმანეთის მიმართ კინკლაობა მიმაჩნია, რომ ეს არის სიბრიყვე, არასწორი და საერთო საქმეს ძალიან სერიოზულად ხელს უშლის. ახლა უკვე ხალხმა გადაწყვიტოს ვინ მტყუანია და ვინ მართალი ამ პროცესში. არცერთხელ, რამდენი თავდასხმაც არ იყო ჩვენზე, ვერ გამოგვიწვია ვერავინ და არცერთი თავდასხმისთვის პასუხი არ გაგვიცია. არა იმიტომ რომ პასუხები არა გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ხალხს ეს არ აინტერესებს. ხალხს აინტერესებს უკიდურეს გაჭირვებას და სიღარიბეს როგორ დავამარცხებთ ქვეყანაში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას არ ეთანხმება "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

"ერთპარტიული მმართველობა ვისიც არ უნდა იყოს - იქნება ეს "ქართული ოცნების" "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსი" თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიის, ერთპარტიული მმართველობა უნდა გამოირიცხოს. ჩვენ 30-წლიანმა ისტორიამ ქვეყნის განვითარების გვანახა, რომ ყველა პარტია და ყველა ლიდერი გადადის ჭკუიდან ერთპარტიული მმართველობის შედეგად. ასე რომ, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ერთპარტიული მმართველობით მოსვლის სურვილი, მიუღებელი იქნება და მე ამას შევეწინააღმდეგები," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში  განცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან. 

 

დღის ამბები