საქართველოს მასშტაბით კოვიდცენტრებში 245 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, გუშინდელი მონაცემებით კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული იყო, რომელთაგან 5 გამოჯანმრთელდა.
"დაგვემატა 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით გვყავს 36 დადასტურებული შემთხვევა," - ამბობს მარინა ეზუგბაია.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 9-ით გაიზარდა. ერთის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია და მიმდინარეობს კვლევა. 4-ის წყარო სოფელი ლენჯერია, 3 იმპორტირებული შემთხვევაა, ერთი - სამედიცინო პერსონალია.