04 მაისი 2024,   14:37
ვრცლად
ნავალნის ორგანიზმში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც გარშემომყოფებისთვისაც სახიფათოა

ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" დირექტორის, ივან ჟდანოვის ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენელმა საშიში ნივთიერების აღმოჩენა დაადასტურა.

ივან ჟდანოვის თქმით, როცა პოლიციელს ჰკითხეს, კონკრეტულად, რა ნივთიერებაზეა ლაპარაკი, მან უპასუხა, რომ ეს გამოძიების საიდუმლოა, თუმცა ნივთიერება სასიკვდილოა და ემუქრება არა მხოლოდ ალექსეი ნავალნის, არამედ ახლოს მყოფებსაც და ყველანი დამცავ კოსტიუმებში უნდა იყვნენ.

ნავალნის ცოლის, იულიას განცხადებით კი, სანდო კლინიკაში ალექსეი ნავალნის ტრანსპორტირებაზე ისევ უარი უთხრეს. იულიას ვარაუდით, ეს იმისთვის კეთდება, რომ ორგანიზმში ქიმიური ნივთიერების კვალი გაქრეს. ნავალნის ოჯახი და თანამოაზრეები ომსკის საავადმყოფოს არ ენდობიან.

დღის ამბები