22 დეკემბერი 2024,   07:58
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ ე.წ თანამდებობას ტოვებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა ლაშა საქანიამ "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ ე.წ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ლაშა საქანია მიზეზად, შექმნილ სიტუაციას ასახელებს და ამბობს, რომ არ სურს საზოგადოებაში დაძაბულობის გაღვივებას შეუწყოს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ apsadgil.info ავრცელებს.

ლაშა საქანიას და "პატიოტთა ალიანსის" წევრების შეხვედრას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ოპოზიციაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, საქანიამ განაცხადა, რომ შეხვედრას სუფთად ჰუმანიტარული ხასიათი ჰქონდა და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი გადასცეს.

"ეს იყო წმინდა ჰუმანიტარული ქმედება, რაზეც ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს  რუსეთიდან, ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტების და შედეგების გარეშე. ხატის გადმოცემის შემდეგ, მათ ილოცეს და ამით მათი ვიზიტი დასრულდა,"- განაცხადა ლაშა საქანიამ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტს ადასტურებს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილიც, თუმცა სხვა დეტალებზე საუბარს სპეციალურ ბრიფინგზე აპირებს. 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლების გადასვლამ და იქ გამართულმა შეხვედრებმა კითხვები გააჩინა ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაშიც.

დღის ამბები