10 სექტემბერი 2026,   21:00
ვრცლად
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპედიანტთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპედიანტთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანს სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა, გაცნობა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე 2020-2021 სასწავლო წლის სხვადასხვა სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებმა, რომელთაც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ სიტყვით მიმართეს და კონკურსებში გამარჯვება მიულოცეს.

"მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც გაიმარჯვეს განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსში. ისინი გაემგზავრებიან საზღვარგარეთ და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღებენ განათლებას,"-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ჭელიძის ინფორმაციით, გამარჯვებული სტუდენტებისთვის საქართველოს მთავრობის ორგანიზებით დაიგეგმა ფრენა, რომელიც 8 სექტემბერს  სტუდენტებს ბუდაპეშტში ჩაიყვანს, ხოლო იქიდან ნაწილი უნგრეთში, ნაწილი კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრება სასწავლებლად.

დღის ამბები