“სტრატეგია აღმაშენებელის” აჭარის ორგანიზაციამ გუშინ საპროტესტო აქცია იმ ტერიტორიაზე გამართა, სადაც მმართველი გუნდის მაჟორიტარების წარდგენის ღონისძიება მიმდინარეობდა.
პოლიტიკური მოძრაობის წევრებმა ირმა ინაშვილის საარჩევნო ბანერის შინაარსი გააკრიტიკეს და ამაში ღიად "ქართული ოცნება" დაადანაშაულეს.
ბათუმის ტერმინალთან შეკრებილებმა თქვეს, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ხელისუფლება არ იძიებს “პატრიოტთა ალიანსის” საეჭვო საქმიანობას, რომელიც კრემლის პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელებით არის დაკავებული.
აქციის მონაწილეებს, ასევე, სურდათ პრემიერთან გასაუბრება ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ფონზე,თუმცა პრემიერმა ისე დატოვა ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი, აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია.