თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ოჯახში მიტროპოლიტი გიორგი მივიდა, რომელსაც საპატრიარქოს გადაწყვეტილებამდე, წესის აგებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
მოზარდს სამშაბათს დაკრძალავენ. პანაშვიდს კი დღეს პირველად დაესწრო დედა, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციიდან გუშინ დაბრუნდა.
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა, 11 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი კომენტარის გარეშე დატოვა.
რაც შეეხება გარდაცვალების ვერსიებს, მეზობლებში კვლავ ორი შესაძლო ვერსია განიხილება. ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვი, შესაძლოა, ცემით იყოს მოკლული. ისინი ამბობენ, რომ გარდაცვლილი ბავშვის მამა ოჯახზის წევრენზე მუდმივად ძალადობდა.
"მეუღლეზე და გოგოებზე სულ ძალადობდა, მეზობლებს რამდენჯერ დაურეკავთ, მოდიოდა პოლიციაში და მიყავდათ, მაგრამ მეუღლე ხელს აფარებდა, თოკს წამოვკარი ფეხიო,"-უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილი ბავშვის მეზობელმა.
სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა.