19 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 7 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო 11 იმპორტირებული შემთხვევაა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო 11 იმპორტირებული შემთხვევაა. მისივე ინფორმაციით, იმპორტირებული შემთხვევებიდან  2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი.

 

დღის ამბები