პარტია "ქართულმა ოცნებამ" ხელვაჩაურში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებული ოლქიდან ანზორ ბოლქვაძე იქნება, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა იგივე ოლქში შუახევის მოქმედი მერი ფრიდონ ფუტკარაძე წარადგინა.
მოსახლეობას კანდიდატები ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ და პრემიერმა გახარიამ წარუდგინა.
დღეს "ქართული ოცნება" კანდიდატებს წარადგენს ქობულეთის ოლქშიც.