"ქართული ოცნების" ოფისში კორონავირუსი კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ახალი ინფიცირებულიც სამეურნეო სამსახურის თანამშრომელია, მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოიძება. PCR ტესტირება ჩაუტარდათ პარტიის ლიდერებს, ამ ეტაპზე ყველა პასუხი უარყოფითია. თვითიზოლაციაში რჩება პარლამენტის თავმჯდომარე.
"ვართ ჰიბრიდული კლინიკა, ვემსახურებით როგორც ჩვეულებრივ, ასევე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს. გვყავს 10 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი, მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, არცერთი მათგანი ჩარევას არ საჭიროებს,"- აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.