19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1 270 შეადგენს.

ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 

კორონავირუსს ქვეყანაში 19 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები