05 სექტემბერი 2026,   18:15
ვრცლად
ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები - საკონდიტრო "დონა" განცხადებას ავრცელებს

ბათუმში მდებარე  საკონდიტრო მაღაზია "დონა", რომელიც კორონავირუსის გავრცელების ახალი კერა გახდა, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ ყველა რეკომენდაციას, თუმცა ამის მიუხედავად  ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მათ  ორივე ფილიალში დადასტურდა:

"კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში," - ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა,

დღის ამბები