19 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
შაქარაშვილის საქმის მოწმეები უარყოფენ, რომ საბურთალოელებისთვის ბრალის დამძიმება შესაძლოა მათი ჩვენებით მომხდარიყო 

ამ ფაქტს 18 ივნისის წვეულების წევრები და ამავდროულად, საბურთალოელები ეხმაურებიან და საკუთარ ჩვენებებს იხსენებენ.

მოწმეები: ბარბარე ურიდია, ნიკოლოზ ბროლაძე და ლუკა ბეჟანიშვილი უარყოფენ, რომ ბრალის დამძიმება, შესაძლოა, მათი ჩვენების საფუძველზე მომხდარიყო. 

"საქმეში ჩემი მხოლოდ ერთი ჩვენება დევს, სადაც მაქვს მოყოლილი მთლიანად აგარაკის ეპიზოდი. აღწერილი მაქვს ჩხუბის ეპიზოდი, როცა სახლიდან გამოვედი. ჩემს ჩვენებაში წერია, რომ დავინახე ჩემი მეგობრები. ჩემს ჩვენებაში საერთოდ არ არის ნახსენები ის, რომ რომელიმე მათგანს ხელში ეჭირა კრამიტი და რომელიმე "ნახალოვკელს" აყენებდა ზიანს. შესაბამისად, ჩემი ჩვენება საქმეში არ იქნება, რადგან მსგავსი არაფერი არ წერია. ჩემი მეგობარი გიორგი ქათამაძე იყო სასტიკად ნაცემი, მხოლოდ ყურზე 13 ნაკერი ედო, შესაბამისად, მხოლოდ ქათამაძისგან გამომდინარე ვიტყვი, რომ ჯერ ვისაც უნდა დამძიმებოდათ ბრალი, ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გაუსწორდნენ გიორგი ქათამაძეს,"- აცხადებს ურიდია. 

ნიკოლოზ ბროლაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ მათი მეგობრებიდან რომელიმემ ჩხუბისას კრამიტი გამოიყენა. 

"აკეთებენ ისეთ განცხადებებს, ვითომდა ჩვენი ჩვენებების საფუძველზე უმძიმდებათ ჩვენს მეგობრებს ბრალი, ეს არის სრული სიცრუე. აქვე გამოვრიცხავ იმასაც, რომ ვიღაცამ კრამიტი გამოიყენა. მინდა დავაფიქსირო, რომ როდესაც ჩხუბი დაიწყო შემომესმა ხმაური, ეზოდან რომ გამოვედი კრამიტებთან ვიდექი და არცერთ ჩემს მეგობარს და საერთოდ არავის იმ დაბადების დღეზე კრამიტი არ აუღია და არავისთვის ჩაურტყამს,"- აცხადებს ნიკოლოზ ბროლაძე.

ერთ-ერთი მოწმის ლუკა ბეჟანიშვილის თქმით კი, ჩხუბში თავადაც მონაწილეობდა, როგორც გამშველებელი და იხსენებს, რომ არავის არავისთვის მძიმე დაზიანება არ მიუყენებია. 

"ამ საქმეზე ერთხელ ვარ დაკითხული და მაქვს ერთი ჩვენება მიცემული, სადაც მიწერია, რომ ჩხუბში მივიღე მონაწილეობა, უბრალოდ ამაში მაქვს ნაგულისხმევი, რომ ვაშველებდი და იქ არავის არავისთვის კრამიტი არ ჩაურტყამს და არავის მძიმე დაზიანება არავისთვის მიუყენებია. 126-ე მუხლს, რომელიც ჩვენს ბიჭებს აქვთ მიყენებული, ვეთანხმები, ვერ შევეხებით, თუმცა გადაკვალიფიცირების შედეგად, 120-ე, რაც შეიცვალა, ეს არის აბსურდი," - აცხადებს მოწმე. 

დღის ამბები