19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
"ეს არ არის პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერები" - უწყება განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საკნების ვიდეოჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება, ზოგ შემთხვევაში, მხოლოდ ვიზუალურ მეთვალყურეობას ახორციელებს და ეს ხდება პატიმრობის კოდექსის საფუძველზე.

"პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნამდვილად არ არის პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერები, ვინაიდან პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში არ ახორციელებს აუდიომიყურადებას.

სამსახური მხოლოდ ვიზუალურ მეთვალყურეობას ახორციელებს, თუმცა მხოლოდ ზოგ და არა ყველა საკანში და ეს ხდება პატიმრობის კოდექსის საფუძველზე და, შესაბამისად, კანონიერად. ამიტომაც, ირიბი მინიშნება იმაზე, თითქოს პენიტენციური დაწესებულებიდან ტელევიზიამ მოიპოვა უკანონოდ დამზადებული ჩანაწერები, ტელევიზიის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კადრები, რაც გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს გენერალური პროკურატურა გააკეთებს შესაბამის განცხადებას,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები