19 მაისი 2024,   12:26
ვრცლად
დონბასში რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს - ერთი სამხედრო დაიღუპა და ერთი დაიჭრა

რუსეთის მიერ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა და ერთი დაიჭრა, ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს.

მათი განცხადებით, რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა, კრასნოგოროვკასთან ახლოს, უკრაინელი სამხედროების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

გუშინ უკრაინულმა მხარემ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სხდომა მოიწვია. გადაწყვეტილება კიევში მას შემდეგ მიიღეს, რაც პრორუსი მებრძოლების მეთაურმა ერთ ერთ დასახლებულ პუნქტთან ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.

დღის ამბები