19 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა თავის დაწვით იმუქრება - სასამართლოსთან სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანი ბრალდბეულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხვადასხვა ჯგუფების მობილიზება  არასრუწლოვან ზ.ხ-ს მშობლის მუქარას უკავშირდება, რომ ის სასამართოლოს შენობასთან თავს დაიწვავს.

უკვე სამი საათია მცხეთის რაიონულ სასამართლოში ანა გაბეჩავა იკითხება. პროცესი დახურულია, თუმცა "კურიერმა" რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაარკვია.

მან პროცესზე  4 კონკრეტული პირი დაასახელა, რომელთა მხრიდან ჩაადენილ სავარაუდო დანაშაულზეც გაამახვილა ყურადღება. მათგან სამი ბრალდებულია, ხოლო ერთი არის ახალგაზრდა საბურთალოს რაიონიდან.

არსებული ინფორმაციით, სწორედ მან მიაყენა დაზიანება ვახო ჩიქოვანს და დაზარალებულ ნ.ხ-ს.

დღის ამბები