19 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
ყველას მშობელს ვთხოვ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები - ამირან გამყრელიძე

ს​აქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს მოუწოდებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო  შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სკოლის დაწყება გამოიწვევს მობილობის მკვეთრ ზრდას, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, რადგან ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.

"მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველას მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  - სკოლებში მისვლასთან, ბავშვის მიყვანასთან, მხედველობაში მაქვს პატარა ბავშვები და წესების დაცვა. რამე თუ ეს არის მობილობის ყველაზე დიდი ზრდა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები