სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენისთვის მდგომარეობას შრომის ინსპექტორები ამოწმებენ.
სკოლების ნაწილში მონიტორინგი უკვე განხორციელდა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაკვეთილო პროცესის აღდგენა მხოლოდ შრომის ინსპექტირების დასკვნაზეა დამოკიდებული.
უწყება ზედამხედველობას უწევს, რამდენად შეესაბამება სკოლებში არსებული მდგომარეობა პროტოკოლით გათვალისწინებულ ნორმებს.
"შრომის ინსპექციას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში დაწყებული აქვს მონიტორინგი და იმ შემთვევაში, თუ ყველა მოთხოვნას, რაც არის წარმოდგენილი დოკუმენტში სკოლა ვერ აკმაყოფილებს, პირველ ეტაპზე მიეცემა ხარვეზის გამოსწორების რეკომენდაცია, შემდეგ უკვე მიეცემა უფლება სასწავლო წლის დაწყების,"- აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.