07 სექტემბერი 2026,   13:37
ვრცლად
პანკისში მცხოვრები ტერორიზმის ხელშეწყობით ბრალდებულის ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილი ოჯახი, მის გათავისუფლებას ითხოვს

პანკისის სოფელ ჯოყოლში მცხოვრები, ტერორიზმის ხელშეწყობით ბრალდებული ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილი ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს.

თანასოფლელებმა, ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა მორიგი საპროტესტო აქცია დუისის პოლიციასთან გამართეს.

დაკავებულის დედის მარიამ ბორჩაშვილის თქმით, ის პირი, ვინც პანკისიდან სკოლის მოსწავლეები - 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი სირიაში გაგზავნა, თავისუფალია, მისი შვილი კი უკანონოდ იხდის სასჯელს. 

აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავენ და საქმით დაინტერესებას სთხოვენ.

მათი თქმით, დაკავებული ბორჩაშვილი 9 შვილის მამაა, ოჯახს სხვა მარჩენალი არ ჰყავს და მას საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ჩაუდენია.

ბორჩაშვილი 2015 წლის 14 ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი საქართველოში.

იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში აგზავნიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები